ირაკლი ზარქუა - ხაბეიშვილმა 2018 წელს გვიჩივლა მე და ჩემს სიდედრს, სამი მილიონის მიწა გადაუფორმა თავის სიდედრსო, ამის გამო ერთი კვირა სახლში არ მიშვებდა სიდედრი
ირაკლი ზარქუა - ხაბეიშვილმა 2018 წელს გვიჩივლა მე და ჩემს სიდედრს, სამი მილიონის მიწა გადაუფორმა თავის სიდედრსო, ამის გამო ერთი კვირა სახლში არ მიშვებდა სიდედრი

ლევან ხაბეიშვილმა 2018 წელს გვიჩივლა მე და ჩემს სიდედრს, სამი მილიონის ქონება, მიწა გადაუფორმა ზარქუამ თავის სიდედრს 2016 წელსო. აღმოჩნდა, რომ ის ხალხი იქ 70-იანი წლებიდან ცხოვრობდა, მე დაბადებულიც არ ვიყავი, ერთი კვირა სახლში არ მიშვებდა სიდედრი ამის გამო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, აღნიშნულ საქმეზე პროკურატურაში ჩვენებაც მიცემული აქვს.

„ვუსმენდი, როგორ დავარქვა, ჩემს კოლეგას, ხაბეიშვილს, წლიდან წლამდე ლიდერია ამ ნომინაციაში. იცით, რომ საკრებულოში ყოფნისას წლის მასხარა გახდა და აგრძელებს ისევ ამ თემას. რისთვის დაიმსახურა იცით ეს ნომინაცია? 2018 წელს შეიტანა სარჩელი, გვიჩივლა მე და ჩემს სიდედრს, სამი მილიონის ქონება, მიწა გადაუფორმა ზარქუამ თავის სიდედრს 2016 წელსო. აღმოჩნდა, რომ ის ხალხი იქ 70-იანი წლებიდან ცხოვრობდა, მე დაბადებულიც არ ვიყავი. ერთი კვირა სახლში არ მიშვებდა სიდედრი ამის გამო. პროკურატურაში დავდიოდით ამ ჩვენების მისაცემად. ამის შემდეგ გახდა წლის მასხარა. გამახსენდა ახლა, ივანიშვილმა რაჭის ტყეები მიითვისაო. ამ ნომინაციაშია ეს ადამიანი ლიდერი. ახლა თქვა ირაკლი კობახიძეზე არშეუმდგარი ადამიანიო, ადამიანზე, რომელმაც გერმანიაში მიიღო განათლება, ხარისხი დაიცვა და ერთ-ერთი ევროპული კონსტიტუციის შემოქმედია“, – განაცხადა ზარქუამ.