ირაკლი ზარქუა - ხაბეიშვილი წინასაარჩევნო კამპანიაშია ჩართული, ხაბე, მაგრად დადექი, ძმაო
ირაკლი ზარქუა - ხაბეიშვილი წინასაარჩევნო კამპანიაშია ჩართული, ხაბე, მაგრად დადექი, ძმაო

რა გავაკეთო ახლა ხაბეს განცხადებაზე? კაცი არის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული, ხაბე, მაგრად დადექი, ძმაო, გამოწვევებია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის, მათ შორის საპარლამენტო მუშაობის შეწყვეტისთვის მზად არის.

ზარქუას თქმით, „ვინმეს თუ უნდა პარლამენტის დატოვება, ადგეს და გავიდეს“.

„ეს რასაც თქვენ ხედავთ, პერფორმანსებს, მათ შორის, რაც პარლამენტში დადგეს, ეს კიდევ ერთხელ უკავშირდება იმას, ხომ გახსოვთ, ჩვენს ქვეყანას რომ უწყობდნენ რევოლუციას და ცხელ შემოდგომა-ზამთარს, ახლა პარტიაში, შიგნით მოხდა მათი გადატრიალება და კეზერაშვილის ფინანსებზე გავლენების მოპოვებისთვის წინასაარჩევნო კამპანიაა, ვინც უფრო მაღალ რადიკალიზმის ხარისხს წარმოადგენს, ალბათ ის გაიმარჯვებს. თორემ რად უნდა ამდენი განცხადება. ვინმეს თუ უნდა დატოვება, ადგეს და გავიდეს. მერამდენედ მოვისმინეთ, „დღეს არა, ხვალ“, „ის გავიდეს, მეც გავალ“. შენ თუ რწმენა გაქვს, რომ მანდატების დატოვებით რაღაცას მოიმოქმედებ და შედეგზე გახვალ, გააკეთე, რად უნდა ამდენი საუბარი. ჩემი პოზიციაა, რომ შიგნით უნდა იყვნენ და რამე გონივრული, ჭკვიანური აზრი, ხედვა თუ აქვთ ევროინტეგრაციის გზაზე, წარმოადგინონ, თუ უნდათ მუშაობა. თუ არ უნდათ, აგერ არის კარიც, გზაც და აქციებიც. ეს კინო ნანახი გვაქვს, როგორც იმ თანამდებობის პირმა თქვა ამერიკიდან“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.