ირაკლი ზარქუა - ისეთი ნაძირლები და ბიუჯეტის მღრღნელები, როგორიც არიან უგულავა და ძმანი მისნი, ვერასდროს მიაყენებენ შეურაცხყოფას პოლიციელებს
ირაკლი ზარქუა - ისეთი ნაძირლები და ბიუჯეტის მღრღნელები, როგორიც არიან უგულავა და ძმანი მისნი, ვერასდროს მიაყენებენ შეურაცხყოფას პოლიციელებს

მინდა, ჩვენს პოლიციელებს მადლობა ვუთხრა, რომლებიც მსოფლიო პანდემიის დროს ღირსეულად დგანან ქვეყნის ინტერესებისა და მართლწესრიგის სადარაჯოზე. ისეთი ნაძირლები და ბიუჯეტის მღრღნელები, როგორიც არიან უგულავა და ძმანი მისნი, მათ ვერასდროს შეურაცხყოფას ვერ მიაყენებენ, რადგან ის არის გაკოტრებული როგორც პოლიტიკურად, ასევე მორალურად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ჯგუფი ორიენტირებულია ქაოსსა და დესტაბილიზაციაზე.

„თქვენც ხომ დარწმუნდით ამაში? იმედი მაქვს, საერთაშორისო თანამეგობრობა ამ ყველაფერს უყურებდა. პასუხისმგებლობა ძალადობაზე, რომელიც დღეს სასამართლოს ეზოში ვიხილეთ, პირადად მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკისრებათ, რომელთაც მოქალაქეებს ალყის შემორტყმისკენ მოუწოდა. ეს არის მათი ხელწერა, მათი მიდგომა და მრწამსი. იმედია, ამას საერთაშორისო საზოგადოება ადეკვატურად შეაფასებს და შემდეგ კითხვის ნიშნები არ გაუჩნდებათ, როცა საუბარია, რომ პატიმარ სააკაშვილს სასამართლო პროცესში ონლაინ ჩართვის შესაძლებლობა მიეცეს, რადგან შევარდნები, შეჭრები, ქაოსი და პოლიციელების შეურაცხყოფა თავიდან იყოს აცილებული. კიდევ ერთხელ ერთხელ დავრწმუნდით, რომ სააკაშვილს არაფერი აქვს ქართული. ის უკრაინის მოქალაქეა, რომელიც პატივს არ სცემს არც საქართველოა ინტერესებს, არც საზღვრებს და არც საქართველოს პასპორტს“, – განაცხადა ზარქუამ.