ირაკლი ზარქუა - „გირჩს“ ვგულშემატკივრობ, მაგრამ უნდა ჩამოყალიბდნენ, ხომ მიხვდნენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ბოკერიას ანასხლეტთან საუბარი არ შეიძლება
ირაკლი ზარქუა - „გირჩს“ ვგულშემატკივრობ, მაგრამ უნდა ჩამოყალიბდნენ, ხომ მიხვდნენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ბოკერიას ანასხლეტთან საუბარი არ შეიძლება

მგონი, იაგო და ეს პარტია ძალიან სასოწარკვეთილია. ამ ბიჭებს, ყველას ვგულშემატკივრობ, მაგრამ უნდა ჩამოყალიბდნენ. ხომ მიხვდნენ, რომ საუბარი არ შეიძლება მარგინალურ ოპოზიციასთან, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ბოკერიას ანასხლეტთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ, „გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

დეპუტატის შეფასები, „ოპოზიცია კომიკურ თემაში გადავიდა“.

„თუ მუშაობა უნდათ, შემოვიდნენ, თუ არადა, ქუჩა-ქუჩა ირბინონ და იარაღის ტარების უფლება გვთხოვონ. უკვე კომიკურ თემაში გადავიდა ოპოზიცია, რაც არც ჩვენთვის და არც ქვეყნისთვის არ არის კარგი, რადგან გვჭირდება, პოლიტიკური ცხოვრება, სადაც ოპოზიცია და მმართველი გუნდი იქნება ღირსეული და ისინი ერთმანეთის მიმართ, რასაც აკეთებენ, უღირსობაა და ჩვენთვისაც უღირსთან ურთიერთობა დამაკნინებელია“, – განაცხადა ზარქუამ.

საქართველოს პირველი არხის ეთერში „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ანგრევენ ქართულ პარლამენტარიზმს, ფაქტობრივად, მთელ პოლიტიკურ სპექტრს, პოლიტიკურ პროცესს ტოვებენ ქუჩაში, რაც ყველასთვის საშიშია“.