ირაკლი ზარქუა – იმედი მაქვს, ეყოფა გონი რადიკალურ ოპოზიციას, მათ მხარდამჭერებს და გორის ჰოსპიტალთან არ მოაწყობენ ქაოსს, არ ექნებათ არეულობის მცდელობა
იმედი მაქვს, ეყოფა გონი რადიკალურ ოპოზიციას, მათ მხარდამჭერებს და გორის ჰოსპიტალთან არ მოაწყობენ ქაოსს, არ ექნებათ არეულობის მცდელობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
როგორც ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა ვითარებას განმუხტავს.
„მე პირადად ეს მიდგომა მაქვს, ჩემი კოლეგა ელენე ხოშტარია, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია, ჩვენი კოლეგები, რომლებიც შიმშილობენ, თუნდაც, მათ გამო, ღირდა ეს გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული, რომ პატიმარი სააკაშვილი გადაეყვანათ სხვა ლოკაციაზე, რომელიც არის გორის ჰოსპიტალი. მე მგონია, ეს სწორი მიდგომაა. დარწმუნებული ვარ, ის სერვისები, რაც სჭირდება პატიმარ სააკაშვილს, მიეწოდება უფრო კვალიფიციურად და ეს ვითარება განიმუხტება. იმედი მაქვს, ეყოფა გონი რადიკალურ ოპოზიციას და მათ მხარდამჭერებს და იქ არ მოაწყობენ ქაოსს და არეულობის მცდელობა არ ექნებათ. ყველას ვთხოვ, დაიცვას სახელმწიფო ინტერესები, ქაოსი ვნებს სახელმწიფოს და რუსეთის ინტერესებშია“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.