ირაკლი ზარქუა - გვიმტკიცებდნენ, რომ საქართველოში სააკაშვილი თუ ჩამოვიდოდა, ყველა გარეთ გამოვიდოდა და უმრავლესობას აიღებდნენ, 25-27 პროცენტს ნიკა მელიაც იღებდა
ირაკლი ზარქუა - გვიმტკიცებდნენ, რომ საქართველოში სააკაშვილი თუ ჩამოვიდოდა, ყველა გარეთ გამოვიდოდა და უმრავლესობას აიღებდნენ, 25-27 პროცენტს ნიკა მელიაც იღებდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში იქნება თუ მის ფარგლებს გარეთ, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული რეიტინგი არ იცვლება.

„ევროპარლამენტარები, მათ შორის, მარია კალიურანდი მიხვდა, სავარაუდოდ, სხვებიც მიხვდებიან, რომ ეს მოქმედებები არის მილევად რეჟიმში გადასული პარტიის და მისი ლიდერის ბოლო გაფართხალება, მეტი არაფერი. ქაოსისა და დესტაბილიზაციის მცდელობა აქვთ, მაგრამ რეალურად ნახეთ, რომ მიშა აქ იქნება, თუ გარეთ, მათი პარტიული რეიტინგი არ იცვლება და 25-27 პროცენტის ფარგლებშია.

ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომ ვიყო, მიშას გვერდით გაწევა, მათთვის უკეთესი იქნება, რადგან შეიძლება, პარტიამ განვითარება ჰპოვოს, მაგრამ მწვალებელთა პარტიიდან რა გამოვა, ვერ გეტყვით. მგონია, რომ ის არის მუხრუჭი პარტიული განვითარების. გვიმტკიცებდნენ, რომ საქართველოში მიშა თუ ჩამოვიდოდა, ყველაფერი დაინგრეოდა, ყველა გარეთ გამოვიდოდა და უმრავლესობას აიღებდნენ, მაგრამ 25-27 პროცენტს ნიკა მელიაც იღებდა“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ონლაინდისკუსიაზე ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა განაცხადა, რომ „როდესაც სააკაშვილი დაბრუნდა საქართველოში, მან დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა, რაც ნიშნავს, რომ პასუხისმგებელია ქვეყანაში არალეგალურად შემოსვლაზე“.

მისივე თქმით, სააკაშვილმა მოუწოდა ასობით ათას ადამიანს რუსთაველის გამზირზე გამოსვლისა და ნების გამოხატვისკენ, რაც ხალხმა არ გააკეთა.

დატოვე კომენტარი