ირაკლი ზარქუა - გუშინ ოპოზიციას სააკაშვილის საკითხზე კითხვა არ დაუსვამს, ეტყობა, მოხვდა ვაშაძეს, „ნაცების“ სიაში რომ გინდა, კითხვა რატომ არ დასვიო, ის ჯიგარი მისწერდა, საავადმყოფოში რომ არის წამოკოტრიალებული
ირაკლი ზარქუა - გუშინ ოპოზიციას სააკაშვილის საკითხზე კითხვა არ დაუსვამს, ეტყობა, მოხვდა ვაშაძეს, „ნაცების“ სიაში რომ გინდა, კითხვა რატომ არ დასვიო, ის ჯიგარი მისწერდა, საავადმყოფოში რომ არის წამოკოტრიალებული

გუშინ საკომიტეტო მოსმენებზე ოპოზიციას სააკაშვილის საკითხზე კითხვა არ დაუსვამს, ეტყობა, მოხვდა ვაშაძეს – დღეს რომ „ნაცების“ სიაში გინდა ყოფნა, ერთი კითხვა რატომ არ დაუსვიო, ის ჯიგარი მისწერდა, საავადმყოფოში რომ არის წამოკოტრიალებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუა გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებებს, რომ გეგმავენ, სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დაუსვან კითხვები.

„გუშინ საკომიტეტო მოსმენები იყო, სადაც, მათ შორის, „ნაცები“, „ნეონაცები“ – ყველანი იყვნენ წარმოდგენილი და ყველა თემაზე დაუსვეს კითხვა იუსტიციის მინისტრს, გარდა სააკაშვილის თემისა. ეტყობა, წუხელ მაგრად მოხვდა ჭიჭე ვაშაძეს, იმ მეორესაც – ჩემს ხაბეს და ახლა ამ ინიციატივით გამოვიდნენ. გუშინ კითხვა არ დაუსვამთ, არადა, შეგახსენებთ, მელია იმიტომ ჩამოაგდეს, რომ სათანადოდ ვერ იცავს ბელადის ინტერესებსო, ვერ გამოიხსნაო, ჩვენ მოვალთ და შევვარდებით, გამოვიხსნითო. ჩემი პატარა ხაბე ძალიან აქტიური იყო. ახლა რა ვქნათ, საერთოდ მიავიწყდა, რადგან კარგად იციან, რომ ქართულ საზოგადოებას სააკაშვილი არ აინტერესებს, წარსულია, ცუდი წარსულია, რომლისკენ გახედვაც არავის უნდა, ერთმანეთს ემიჯნებიან. ეტყობა, მოხვდა ვაშაძეს – დღეს რომ „ნაცების“ სიაში გინდა ყოფნა, ერთი კითხვა რატომ არ დაუსვიო, ის ჯიგარი მისწერდა, წამოკოტრიალებული რომ არის საავადმყოფოში. ჩვენთვის არ არის საინტერესო ამ რადიკალების ერთმანეთთან ურთიერთობა. მისჯილი აქვს დამსახურებულად და მოლოდინი მაქვს, რომ კიდევ უკეთესად როცა გახდება, დაუბრუნდება ადგილს, სადაც უნდა იყოს, როგორც დანარჩენი პატიმრები არიან“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.