ირაკლი ზარქუა - გავრცელებული ჩანაწერი იყო დამონტაჟებული, შეკოწიწებული, რათა რაღაც გამოეგდოთ და საზოგადოების აგრესია გამოეწვიათ
ირაკლი ზარქუა - გავრცელებული ჩანაწერი იყო დამონტაჟებული, შეკოწიწებული, რათა რაღაც გამოეგდოთ და საზოგადოების აგრესია გამოეწვიათ

გავრცელებული ჩანაწერი იყო დამონტაჟებული, შეკოწიწებული, რათა რაღაც გამოეგდოთ და საზოგადოების აგრესია გამოეწვიათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, გავრცელებული ჩანაწერი 2010-2011 წლების საუბრის მონტაჟია.

„ფარული ჩანაწერები 2010-2011 წლების საუბრის მონტაჟია. სააკაშვილის რეჟიმი ადამიანებს გამოგონილი ბრალდებებით იჭერდა და როგორ ფიქრობთ, იქ რომ ყოფილიყო ადამიანის უფლებების დარღვევა ან დანაშაული, ვინმეს შეარჩენდა, ვინმეს დაინდობდა? გავრცელებული ჩანაწერი იყო დამონტაჟებული, შეკოწიწებული, მიკიბულ-მოკიბული, რათა რაღაც გამოეგდოთ და ამით საზოგადოების აგრესია გამოეწვიათ.

დღესაც მიდის გაშარჟება. ზოგი იწყევლება, ზოგი იგინება, რაც უკვე ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. მიუღებელია, თუმცა ამბობენ, რომ გვაქვს თმენის ვალდებულება. როგორც ბერამ თქვა, იყო შეურაცხყოფა, რაზეც დაელაპარაკნენ მშობლებთან ერთად. არანაირი დრამატიზება არ იყო. ნახეთ ვინმე დაზარალებული? ყველამ თქვა, რომ ერთმანეთს ღირსეულად დაემშვიდობნენ. როცა დედას გიგინებენ, ახლობელს გიგინებენ, მიხვალ, დაელაპარაკები და ეტყვი, რატომ და რისთვის აკეთებს. ეს ამბავიც ასე მოხდა“, – განაცხადა ზარქუამ.