ირაკლი ზარქუა - „ევროპული საქართველოს“ ერთი წევრი პარლამენტში შემოვიდა, მეორემ უარი თქვა, მესამე პარტიას ტოვებს, ბოკერია ისედაც საშვის გარეშე ვერ შემოდიოდა და რა კენჭისყრა ჰქონდათ
„ევროპული საქართველოს“ ერთი წევრი პარლამენტში შემოვიდა, მეორემ უარი თქვა, მესამე პარტიას ტოვებს, ბოკერია ისედაც საშვის გარეშე ვერ შემოდიოდა და რა კენჭისყრა ჰქონდათ?! – განაცხადა თემის კომენტირებისას „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ.
„როგორც გავიგე, „ევროპულ საქართველოს“ ჰქონდა პოლიტსაბჭო და გადაწყვიტეს, რომ არ შემოდიან პარლამენტში. სულ რამდენიმე კანდიდატი ჰყავდათ პარლამენტში – ერთი შემოვიდა, მეორემ უარი თქვა, მესამე ტოვებს პარტიას, ბოკერია ისედაც საშვის გარეშე პარლამენტში ვერ შემოდიოდა და რა კენჭისყრა ჰქონდათ?!
ეს მათი არჩევანია, როგორც უნდათ, ისე მოიქცნენ. ბოლომდე დაადგნენ მარგინალიზციის გზას, ისედაც გაშიფრული არიან; ხოლო ის, ვინც ჩამოყალიბდა, მიხვდა, ალტერნატივა დიალოგს, დებატებს, დისკუსიას არ აქვს და აქ არიან წარმოდგენილი.
ბოკერია საშვის გარეშე მაინც ვერ შემოდიოდა და რას უყარეს კენჭი, მაინც ვერ მივხვდი. სახუმარო და ანეკდოტის თემაა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პარტიის საარჩევნო სიის მეხუთე ნომერი ტარიელ ნაკაიძე „ევროპულ საქართველოს“ ტოვებს და პარლამენტში შედის.