ირაკლი ზარქუა - „ევროპის სახალხო პარტია“ არ ისვენებს, როგორც ჩანს, საქართველოს გაშავებისთვის ახალი დავალება აქვს მიღებული, ამ ყველაფერს არ გავუტარებთ
„ევროპის სახალხო პარტია“ არ ისვენებს. როგორც ჩანს, საქართველოს გაშავებისთვის ახალი დავალება აქვს მიღებული. EPP კუბილიუსების, ფოტიგების, რაისა კომუნისტკას პარტიაა, რომელიც ორმაგ სტანდარტში გვდებს ბრალს. საქართველოს რუსეთის მიმართ სანქციები არ აქვს დაწესებული და თუ ვაჭრობა მიმდინარეობს, ეს ღია, გახსნილია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას თქმით, „საქართველოს უსაფუძვლოდ აშავებენ“.
„საქართველოს, რომელიც ღვინის ქვეყანაა, ლიეტუვამ რუსეთში ღვინის ექსპორტში გადაასწრო. რუსეთთან ნავთობპროდუქტებით ვაჭრობაში ევროკავშირი პირველ ადგილზე გავიდა. ახლა მეოცე პაკეტს იგონებენ. აქამდე სად იყვნენ? რუსეთს ნავთობპროდუქტებზე თუ არ დაუწესეს სანქცია, მაშინ რაზე საუბრობდნენ, ვის ატყუებდნენ? საქართველოს უსაფუძვლოდ აშავებენ და ამ ყველაფერს არ გავუტარებთ. EPP „ნაცმოძრაობის“ სატელიტი, მხარდამჭერი და გვერდში მდგომია“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
„კურიერის“ ინფორმაციით, „ევროპის სახალხო პარტია“ ევროკომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და საქართველოს მთავრობას სანქციებისთვის თავის არიდებაში ადანაშაულებს.