ირაკლი ზარქუა - ელჩებს მოვუწოდებ, თავიანთ ძირითად მოვალეობაზე, ქვეყნებს შორის კულტურულ, მეგობრულ, ეკონომიკურ ურთიერთობაზე იზრუნონ, უსამშობლოებს თავი დაანებონ
ირაკლი ზარქუა - ელჩებს მოვუწოდებ, თავიანთ ძირითად მოვალეობაზე, ქვეყნებს შორის კულტურულ, მეგობრულ, ეკონომიკურ ურთიერთობაზე იზრუნონ, უსამშობლოებს თავი დაანებონ

ელჩებს მოვუწოდებ, თავიანთ ძირითად მოვალეობაზე, ქვეყნებს შორის კულტურულ, მეგობრულ, ეკონომიკურ ურთიერთობაზე იზრუნონ, უსამშობლოებს თავი დაანებონ, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, ელჩები, რომლებიც საქართველოს შიდა საქმეებში ერეოდნენ, ყველა წაგებული დარჩა და რადარზე არ ჩანან.

„პატივცემულ ელჩებს უფლება-მოვალეობებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, ნუ ერევით, საქართველოს შიდა საქმეებში. ელჩებს თავიანთი კოლეგების მკაფიო მაგალითები აქვთ, რომლებიც ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშად ერეოდნენ. ყველა წაგებული დარჩა და რადარზე საერთოდ არ ჩანან. თავიანთ კარიერას ასე ნუ დაამთავრებენ და თავიანთი მოვალეობები კიდევ ერთხელ გაიაზრონ.

მგონი, გრძნობენ, რომ მათი სამუშაო პერიოდი დასასრულს უახლოვდება და ამიტომ ცდილობენ, მაქსიმალურად გაამწვავონ სიტუაცია. არაფერი გამოუვათ, რადგან ეს საქართველოა და ჩვენ ქართველები ვართ, რომლებიც ქვეყანას ბოლომდე დავიცავთ. ამ პატარა ერმა აქამდე მოაღწია, თავისი რელიგიით, მართლმადიდებლობით, კულტურით და ტრადიციებით. ჩვენ ქართველები ვართ, შეგვიძლია, გადავრჩეთ და მომავალშიც ასე იქნება. ელჩებს მოვუწოდებ, თავიანთ ძირითად მოვალეობაზე, ქვეყნებს შორის კულტურულ, მეგობრულ, ეკონომიკურ ურთიერთობაზე იზრუნონ. ამ უსამშობლოებს თავი დაანებონ, რადგან ისინი „ლუზერები“ არიან. თუმცა ელჩების უფლებაა, „ლუზერების“ წარმომადგენლები იყვნენ“, – აღნიშნა ზარქუამ.