ირაკლი ზარქუა - დიდი ოპოზიციური პარტიის ინტერესშია, ხუთ პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი შენარჩუნდეს, რადგან იცის, ამ ბარიერს მხოლოდ ის და „ქართული ოცნება“ გადალახავენ
ირაკლი ზარქუა - დიდი ოპოზიციური პარტიის ინტერესშია, ხუთ პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი შენარჩუნდეს, რადგან იცის, ამ ბარიერს მხოლოდ ის და „ქართული ოცნება“ გადალახავენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, მმართველი გუნდისგან განსხვავებით, დიდი ოპოზიციური პარტიის ინტერესია, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის ხუთ პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი შენარჩუნდეს.

„ე.წ. დიდი ოპოზიციური პარტიის ინტერესშია, 2024 წლის არჩევნებისთვის ხუთ პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი შენარჩუნდეს, რადგან იცის, რომ ამ ბარიერს მხოლოდ ის და „ქართული ოცნება“ გადალახავენ, ხოლო პატარა პარტიები ალბათ გაქრებიან. მმართველი გუნდის ინტერესშია, პარლამენტში პატარა პარტიები იყოს წარმოდგენილი. ჩვენ ყველა შეთავაზებაზე, რაც კონსტიტუციასა და სამართალში ჯდება, ოპოზიციას თანხმობა ვუთხარით. მზად ვართ, ნულიდან სამ პროცენტამდე ბარიერი განვიხილოთ, ოღონდ უნდა შემოვიდნენ პარლამენტში და უნდა ილაპარაკონ. მარგინალიზაციის გზა განვითარების გზა არ არის“, – განაცხადა ზარქუამ.