ირაკლი ზარქუა - ჩვენ ხალხის ეროვნული ინტერესები უნდა დავიცვათ - ომში არ ჩავერთოთ, არ გაიხსნას მეორე ფრონტი, ევროპაში ქართული ინტერესების დაცვით შევიდეთ, არ ვაპირებთ, რაიმე შეიცვალოს
ირაკლი ზარქუა - ჩვენ ხალხის ეროვნული ინტერესები უნდა დავიცვათ - ომში არ ჩავერთოთ, არ გაიხსნას მეორე ფრონტი, ევროპაში ქართული ინტერესების დაცვით შევიდეთ, არ ვაპირებთ, რაიმე შეიცვალოს

ჩვენ ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესები უნდა დავიცვათ – ომში არ ჩავერთოთ, არ გაიხსნას მეორე ფრონტი, იყოს ეკონომიკური ზრდა და ევროპაში ქართული ინტერესების დაცვით შევიდეთ, არ ვაპირებთ, რაიმე შეიცვალოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, გეორგაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველოს მიმართ ინტერესი ყველას აქვს, ყველა ქვეყანას, რათა თავიანთი გავლენები ჰქონდეთ.

„ჩვენ ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესები უნდა დავიცვათ. რა არის ეს? ომში არ ჩავერთოთ, მეორე ფრონტი არ გაიხსნას, იყოს ეკონომიკური ზრდა და ევროპაში ქართული ინტერესების დაცვით შევიდეთ. არ ვაპირებთ, რაიმე შეიცვალოს. მეორე მოსმენისას რაიმე დასახვეწი თუ იქნება, დავხვეწთ. ქართველ ხალხს ავუხსენით, რას გულისხმობს ცვლილებები და ისინი იმდენად ვერ შეიყვანეს შეცდომაში, მაგრამ შეინიშნება, რომ ახალგაზრდების ნაწილი შეცდომაშია შეყვანილი. მათ ვეუბნებით, რომ ეს არის არა რუსული კანონი, არამედ ქართული და საქართველოს ინტერესების გამტარებელი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.