ირაკლი ზარქუა - ჩემი ხაბე ჩააჩოჩეს, ლუზერების პლატფორმის ხელმძღვანელად დაინიშნა ჭიჭე ვაშაძე, რომელსაც ნიგერიელმა ოგბუნუჯუმ მოუგო, როცა მერობაზე იყარა კენჭი
ირაკლი ზარქუა - ჩემი ხაბე ჩააჩოჩეს, ლუზერების პლატფორმის ხელმძღვანელად დაინიშნა ჭიჭე ვაშაძე, რომელსაც ნიგერიელმა ოგბუნუჯუმ მოუგო, როცა მერობაზე იყარა კენჭი

ჩემი ხაბე ჩააჩოჩეს, ლუზერების პლატფორმის ხელმძღვანელად დაინიშნა ჭიჭე ვაშაძე, რომელსაც ნიგერიელმა ოგბუნუჯუმ მოუგო, როცა  მერობაზე იყარა კენჭი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ირაკლი ზარქუას თქმით, ამ გაერთიანებით შედეგს ვერ მიაღწევენ.

„ვაშაძე რომ გეყოლება ლიდერად, რა გამარჯვებაზეა საუბარი? „ჩათლახმა“ ჩემი ხაბეიშვილი მაინც დამიჩაგრა და ამას არ ვაპატიებ. ლუზერების გაერთიანებაა, რაც დღეს გააფორმეს, პლატფორმას უნდა დაარქვან ლუზერების პლატფორმა და ზემოთ დასვან ვაშაძე. ისტორიული დღეა რადიკალებისთვის, ლუზერების პლატფორმის ხელმძღვანელად დაინიშნა ვაშაძე. ხომ იცით, რომელი ვაშაძეა, ჭიჭე ვაშაძე, რომელმაც მერობაზე იყარა კენჭი და ნიგერიელმა ოგბუნუჯუმ მოუგო. ლუზერობის, პოპულისტობისა და ცრუ პატრიოტიზმის სიმბოლო აირჩიეს და ჩემი ხაბე ჩააჩოჩეს. „ჩათლახია“ ჭიჭე ვაშაძე, ეს მაინც გააკეთა და ამათი გაერთიანებით მავანს ჰგონია, რომ რევოლუციას მოაწყობენ. მკვდარი მკვდარს აეკიდაო, ამათზეა ნათქვამი. იმდენად სუსტები არიან, რომ „ფორმულას“ კვლევებშიც, თავის რეიტინგებშიც, რაც გადააწყვ-გადმოაწვეს, 22%-ის მეტი ვერ დაუწერეს. ხომ აბსურდია, ამ გუნდით რომ ვიღაც ფსონს დებს რადიკალებზე, რათა ქაოსი მოაწყონ ან ხელისუფლებაში მოვიდნენ. შემდეგ რომ წააგებენ, იტყვიან, გაგვიყალბესო. ცრუ პოპულიზმობა კი არა, კონკრეტული პროგრამა დადეთ, რაზეც შეგიძლიათ, ელაპარაკოთ ხალხს, ერთმანეთს კი არა და რევოლუციები უწყოთ პარტიაში ერთმანეთს. მელიას ჩამოაგდებთ, ახლა ხაბე ჩამოაგდეს და ვაშაძეს ამ არჩევნების შემდეგ ჩამოაგდებენ. ლუზერების პარტიაში ლუზერს რომ აიყვან თავმჯდომარედ და შტაბის უფროსად, იქ რა შედეგს უნდა ელოდო. არაფერს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ „გამარჯვების პლატფორმის“ საარჩევნო კამპანიას გიორგი ვაშაძე უხელმძღვანელებს.