ირაკლი ზარქუა - ჩანაწერების შინაარსში რაიმე დანაშაულის შემცველი რომ ყოფილიყო, 2010-2011 წლებში სააკაშვილის რეჟიმი პრობლემებს შეუქმნიდათ
ირაკლი ზარქუა - ჩანაწერების შინაარსში რაიმე დანაშაულის შემცველი რომ ყოფილიყო, 2010-2011 წლებში სააკაშვილის რეჟიმი პრობლემებს შეუქმნიდათ

ჩანაწერების შინაარსში რაიმე დანაშაულის შემცველი რომ ყოფილიყო, 2010-2011 წლებში სააკაშვილის რეჟიმი პრობლემებს შეუქმნიდათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, გავრცელებული ჩანაწერები უკანონო და დამონტაჟებულია.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩანაწერები უკანონო და თან დამონტჟებულია. დაწყებული გამოძიება სავარაუდოდ სწორედ ამას დაადგენს. პროფესიონალი არ ვარ, მაგრამ რაც მე მესმის, იქ არის სხვადასხვა დროს ამოჭრილი და გადაბმული სიტყვები. გამოძიების დაწყება სწორი პოზიციაა, მთავარია, ადეკვატური რეაქცია მოახდინო. თქვენთან ერთად მეც გავიგებ, რა შედეგს დადებს. შინაარსი რამე დანაშაულის შემცველი რომ ყოფილიყო, 2010-2011 წლებში, როდესაც რეჟიმი თითოეული ჩვენს მხარდამჭერზე, მით უმეტეს ივანიშვილის ოჯახზე ნადირობდა, ამას არ აპატიებდნენ. ამის საფუძველზე რაღაც პრობლემებს შეუქმნიდნენ. სააკაშვილის რეჟიმი 2013 წლამდე აღმასრულებელ ხელისუფლებაში იყო და რადგან მაშინ ეს არ გააკეთეს, ეტყობა, საფუძველი არ იყო, რომ რაღაც დანაშაულს ჰქონდა ადგილი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.