ირაკლი ზარქუა - ბალტიისპირელები რომ გვერჩიან, ეს არახალია, ოფიციალურ პირებს პატრონებისგან დაკვეთა აქვთ, რომ საქართველოში რევოლუცია მოახდინონ და ისეთი მთავრობა მოიყვანონ, როგორიც 2003 წლიდან ჰყავდათ
ირაკლი ზარქუა - ბალტიისპირელები რომ გვერჩიან, ეს არახალია, ოფიციალურ პირებს პატრონებისგან დაკვეთა აქვთ, რომ საქართველოში რევოლუცია მოახდინონ და ისეთი მთავრობა მოიყვანონ, როგორიც 2003 წლიდან ჰყავდათ

ბალტიისპირელები რომ გვერჩიან, ეს არახალია, ოფიციალურ პირებს პატრონებისგან დაკვეთა აქვთ, რომ საქართველოში რევოლუცია მოახდინონ და ისეთი მთავრობა მოიყვანონ, როგორიც 2003 წლიდან ჰყავდათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, „პატიმრების რაოდენობით საქართველოს პირველი ადგილი ეკავა, მაგრამ მაშინდელი ბალტიისპირელი ხელმძღვანელობისთვის რომ გეკითხათ, სააკაშვილი „დემოკრატიის შუქურა“ იყო“.

„ბალტიისპირელები რომ გვერჩიან, ეს არახალია. საუბარი მაქვს ხელისუფლებასა და ოფიციალურ პირებზე. მათ თავიანთი პატრონებისგან დაკვეთა აქვთ, რომ საქართველოში რევოლუცია მოახდინონ და ისეთი მთავრობა მოიყვანონ, როგორიც 2003 წლიდან ჰყავდათ, აგენტურა სააკაშვილის სახით. არ გახსოვთ, ხოცვა-ჟლეტა, ბიზნესების წართმევა და ადამიანს ჩაგვრა? პატიმრების რაოდენობით პირველ ადგილზე ვიყავით, მაგრამ მაშინდელი ბალტიისპირელი ხელმძღვანელობისთვის რომ გეკითხათ, სააკაშვილი „დემოკრატიის შუქურა“ იყო, რადგან, ეტყობა, კარგად საჩუქრდებოდნენ დიქტატორისგან“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.