ირაკლი ზარქუა - არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ჩასაფრებულ პოზიციაში, მათი ინტერესია, იქნება თუ არა სასამართლო კონკრეტულად მათი ინტერესების გამტარებელი
ირაკლი ზარქუა - არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ჩასაფრებულ პოზიციაში, მათი ინტერესია, იქნება თუ არა სასამართლო კონკრეტულად მათი ინტერესების გამტარებელი

ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ისინი არიან, ვინც ჩასაფრებულ პოზიციაშია, მათ არაფერი აქვთ საერთო ობიექტურ, გამართულ სასამართლო ხელისუფლების შექმნასთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით ზარქუა გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას, რომ „მმართველი გუნდის სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ​უგულვებელყოფს მართლმსაჯულებაში არსებულ რეალურ პრობლემებს“.

ზარქუას თქმით, აღნიშნულ არასამთავრობო ორგანიზაციებს კლანური მიდგომა აქვთ.

„ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ისინი არიან, ვინც ჩასაფრებულ პოზიციაშია, მათ არაფერი აქვთ საერთო ობიექტურ, გამართულ სასამართლო ხელისუფლების შექმნასთან. მათი ინტერესი ეს არ არის, მათი ინტერესია მხოლოდ, ეს სასამართლო იქნება თუ არა კონკრეტულად მათი ინტერესების გამტარებელი. კლანური მიდგომა აქვთ. მათ შორის სახალხო დამცველის კანდიდატიც, რომ შეარჩიეს. ხუთი თუ ექვსი მდიდარი ორგანიზაცია შეიკრიბა, რომლებსაც 70 მილიონ ლარზე მეტი აქვთ დაფინანსება საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და კანდიდატად მათი კლანის წევრი წარმოადგინეს. ამიტომ არ აქვთ საზოგადოებაში ნდობა და ამას ადასტურებს NDI-ის კვლევები“, – განაცხადა ზარქუამ.