ირაკლი ზარქუა - არახამიას საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტმა საერთაშორისო პასპორტი შეუჩერა, ევროპაში უსაქმურად დარბოდაო, საქართველოს პრობლემებით დასაქმდა? მას სერიოზულად კაციშვილი არ აღიქვამს
ირაკლი ზარქუა - არახამიას საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტმა საერთაშორისო პასპორტი შეუჩერა, ევროპაში უსაქმურად დარბოდაო, საქართველოს პრობლემებით დასაქმდა? მას სერიოზულად კაციშვილი არ აღიქვამს

არახამია არის ადამიანი, რომელსაც საკუთარი გუნდის თავმჯდომარემ, ანუ პრეზიდენტმა საერთაშორისო პასპორტი შეუჩერა და თქვა, რომ აშშ-სა და ევროპაში უსაქმურად დარბოდა. ეს ადამიანი დასაქმდა საქართველოს პრობლემებით?, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუამ აღნიშნული კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალისტებმა სთხოვეს, შეეფასებინა უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის დავით არახამიას ახალი მიმართვა, სადაც უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ვებპლატფორმაზე გამოქვეყნებულ სიებზე საუბრობს.

ირაკლი ზარქუას თქმით, დავით არახამია პოლიტიკაში ხელმოცარულია და მას სერიოზულად არავინ აღიქვამს.

„დავით არახამია სანქციებს ჩვენ გვიწესებს? არახამია არის ადამიანი, რომელსაც საკუთარი გუნდის თავმჯდომარემ, ანუ პრეზიდენტმა საერთაშორისო პასპორტი შეუჩერა და თქვა, რომ აშშ-სა და ევროპაში უსაქმურად დარბოდა. ეს ხომ ვნახეთ? წარმოიდგინეთ, არახამიას ფრაქციის თავმჯდომარე ჰქვია და პასპორტს იმიტომ ართმევენ, უსაქმური ხარო. ეს ადამიანი დასაქმდა საქართველოს პრობლემებით? ქართულიც არ იცის. არახამიების და პოდოლიაკისნაირების განცხადებებს სერიოზულად ნუ აღიქვამთ. ქვეყანა ომშია, მე მხარს ვუჭერ უკრაინელ ხალხს და უკრაინას. ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა აქვს, მტერი უტევს და ამაზე იყვნენ კონცენტრირებული, რა დროს საქართველოს თემებია. დავით არახამია პოლიტიკაში ხელმოცარულია, მას სერიოზულად კაციშვილი არ აღიქვამს. პასპორტი საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტმა ჩამოართვა, ასეთ ადამიანზე მაკარგვინებთ დროს?“, – განუცხადა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს.