ირაკლი ზარქუა – „ალიანსი“ ლუზერების, ხელმოცარულების გაერთიანება იყო, პატივს საკუთარ ოჯახში არ სცემენ და ვის ატყუებენ, თავიდანვე იყო განწირული 

14:25, 21.08.2026

ე.წ. ალიანსები და პლატფორმები გიჟობებია, ერთმანეთს ატყუებენ. მხარდამჭერები თუ მიმდევრები, ვინც შემორჩათ ატყუებენ, თითქოს რამეს წარმოადგენენ. მათ პატივს საკუთარ ოჯახში არ სცემენ, მხარს არ უჭერენ და ვის ატყუებენ. რა „ალიანსში“ უნდა გაერთიანდნენ და ამ „ალიანსმა“ რა უნდა გააკეთოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, „ალიანსი“ ლუზერების გაერთიანება იყო.

„მათი ამოცანა ქვეყნის ინტერესების დაცვა არ არის. პატრონებისგან დაკვეთა მიიღეს, გაერთიანებულიყვნენ. ვითომ ერთიანი ფრონტი უნდა შეექმნათ და რევოლუციური მონახაზი ჰქონდათ. არ გამოუვიდათ, წყალში ჩაუვარდათ და ახლა დაიშალნენ. მათი პატრონებიც მიხვდნენ, ამათი ერთიანობა არ გაიშვას. დანაშაულებრივი სინდიკატი, ლუზერების და ხელმოცარულების გაერთიანებაა. ამათზე ფსონი როგორ უნდა გააკეთო, ვაი, მათ პატრონს, ამათზე აქცენტს რომ აკეთებენ. ეს „ალიანსი“ თავიდანვე განწირული იყო. როგორც „ალიანსი“, ისე იქ არსებული ე.წ. პარტიებიც წაგების ფორმულაა. დამარცხების ფორმულაა. ახლა ერთმანეთს გაურბიან. ის უბედურება, რაც ოპოზიციურ ფლანგზე ხდება, თითოეულმა თქვენგანმა იცით“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მისი თქმით, რაც რადიკალებში და უსამშობლოებში ხდება, მათი მორიგი ლუსტრაციაა.

„თურმე მშვენივრად სცოდნიათ რეალობა რა იყო. თურმე სცოდნიათ, რომ გვარამია რუსთავი 2-ს ძარცვავდა. თურმე სცოდნიათ, რომ „მთავარზე“ როდესაც რიგით ოპერატორებს ხელფასი არ ჰქონდათ, გვარამია თვეში 80 ათას ლარს იღებდა. მაშინ ხმას რატომ არ იღებდნენ? მაშინ არ აწყობდათ. ახლა აწყობთ? გვარამია ახლა, რომ ჰყვება, თურმე სააკაშვილი რას წარმოადგენს და იძახის დამარცხების ფორმულა არისო, მაშინ არ იცოდა? ესენი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არიან. ამ უბედურებაში, საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში ყველა გასვრილია. არც ერთს არ აქვს განცდა, რომ ის ქართველია და სახელმწიფო ინტერესები დაცვას. მათი ამოცანაა უცხო ქვეყნის დაკვეთა შეასრულონ. ახლა რადიკალებში ბრძოლა მიდის, ვინ იქნება ნომერ მეორე პარტია. ჰგონიათ ამათ რამე ადარდებთ? ან ქვეყნის ინტერესი, ან პენსიონერები, ან ეკონომიკის თემა? არაფერი. ამათ ადარდებთ ერთადერთი – საქართველოში რადიკალურ ფრონტზე ვინ დაიკავებს ნომერ მეორე სტატუსს, რომ მათმა პატრონებმა შემდეგ მათზე გააკეთონ აქცენტი და დააფინანსონ. რას კადრულობენ ერთმანეთის მიმართ, ამაზრზენია. მორიგ ჯერზე მათი ლუსტრაცია ხდება. საზოგადოებამ ისედაც იცოდა, ვინ არიან და რას წარმოადგენენ, ამიტომაც არის, რომ მერამდენე არჩევნებია, მხარს არ უჭერენ. მაგრამ ეს „კანტროლკა“ იყო რასაც ლუზერების პარტიები ერთმანეთს უშვრებიან“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მსგავსი