ირაკლი ზარქუა – 14 წლის წინ, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ერი გაერთიანდა, რათა სააკაშვილის ტირანია დაგვემარცხებინა, ჩვენს ხელისუფლებას ეროვნული ინტერესებიდან არცერთი დღე არ გადაუხვევია
14 წლის წინ, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ერი და ბერი გავერთიანდით. ერი გაერთიანდა, რათა სააკაშვილის ტირანია დაგვემარცხებინა და ჩვენ ეს შევძელით, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას თქმით, სწორედ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით შეძლეს, ქვეყანაში დაესრულებინათ უთანასწორო მიდგომა, ჩაგვრა, პატიმრების წამება, ბიზნესის რეკეტი და ეროვნული ინტერესების იგნორირება.
„ხელისუფლებას ეროვნული ინტერესებიდან არცერთი დღე არ გადაუხვევია. ყოველთვის ეროვნულ ინტერესებს ვიცავდით და აქამდე ამიტომ მოვედით. სხვათა შორის, კვლევები აჩვენებს, რომ რეიტინგით მოვედით. გაერთიანებულ ოპოზიციას კი ჯამურად დაახლოებით 16% აქვს. რა თქმა უნდა, მმართველობაში შეცდომები და ხარვეზები იყო, მაგრამ მმართველ პარტიას ეროვნული ინტერესებიდან არასდროს გადაუხვევია. რაც მთავარია, ყოველთვის ვცდილობდით, რომ ადამიანის უფლებების დაცვა, ჯანდაცვის სისტემები და ინფრასტრუქტურული პროექტები უფრო მეტი ყოფილიყო ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.