ირაკლი ზარქუა - საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩი ალბათ არ ჩატარდება
ირაკლი ზარქუა - საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩი ალბათ არ ჩატარდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას ინფორმაციით, შესაძლოა, საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩი არ ჩატარდეს.

როგორც ზარქუა აცხადებს, მოცემულ სიტუციაში მგონია, რომ მატჩის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის

„მგონია, რომ ალბათ, საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩი არ ჩატარდება. ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება გაკეთდება, მოვლენებს ნუ დავასწრებთ. შესაბამისი სტრუქტურები გააკეთებენ განცხადებას. მოცემულ სიტუციაში მგონია, რომ მატჩის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის“, – განაცხადა ზარქუამ.

რაგბიში საქართველო-რუსეთის მატჩი 27 თებერვალს არის დაგეგმილი.