ირაკლი სიხარულიძე გოლების რაოდენობით საქართველოს ჩემპიონატის ყველა დროის ბომბარდირთა სამეულშია #1TVSPORT
ირაკლი სიხარულიძე გოლების რაოდენობით საქართველოს ჩემპიონატის ყველა დროის ბომბარდირთა სამეულშია #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-13 ტურში „იბერიას“ თავადმსხმელმა ირაკლი სიხარულიძემ ბათუმის „დინამოს“ გასვლით შეხვედრაში გაუტანა და ეროვნული ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებში მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

34 წლის თავდამსხმელის ანგარიშზე 128 გოლია და ჯერ დავით ჯანაშიას (124) და გია მეგრელაძეს (126) გადაასწრო, ხოლო შემდეგ ჯაბა დვალს (127) და სამეულში შევიდა. სიხარულიძე ახლა მხოლოდ ლევან ხომერიკსა (140) და ზურაბ იონანიძეს (216) ჩამორჩება.

სიხარულიძემ თითქმის მთელი საკლუბო კარიერა საქართველოში („კახეთი“, მარტვილის „მერანი“, თბილისის „დინამო“, „ვიტ ჯორჯია“, ბათუმის „დინამო“, „ზესტაფონი“, „სამტრედია“, „სიონი“, „ლოკომოტივი“, „იბერია“) გაატარა. უცხოური კლუბებიდან ცოტა ხნით ჩეხეთის „სლოვაცკოსა“ და ლატვიურ რფს-ში („რიგის ფეხბურთის სკოლა“) ითამაშა.

ირაკლი 2017 წლის სეზონის საუკეთესო ბომბარდირი (25 გოლი) და 2020 წლის ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. 2021 წლის მაისს, „ლოკომოტივში“ თამაშისას, თბილისის „დინამოსთან“ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატში მე-100 გოლი გაიტანა და მე-18 ფეხბურთელი გახდა, ვინც ამ ზღვარს მიაღწია.

საქართველოს ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირები:

ზურაბ იონანიძე 216

ლევან ხომერიკი 140

ირაკლი სიხარულიძე 128

ჯაბა დვალი 127

გია მეგრელაძე 126

დავით ჯანაშია 124

მიხეილ აშვეთია 121

დიმიტრი ტატანაშვილი 115

ზვიად ენდელაძე 112

პაატა მაჭუტაძე 106

ოთარ კორღალიძე 105

გიორგი დარასელია 105

მერაბ მეგრელაძე 104

მამუკა ჯუღელი 102

დავით გოდერძიშვილი 102

სულიკო დავითაშვილი 101

დავით მახარაძე 101

მამუკა ხუნდაძე 100