ირაკლი შოთაძე - ტატუნაშვილის, ოთხოზორიასა და ​ბაშარულის საქმეების ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშში მოხვედრა მნიშვნელოვანია
ირაკლი შოთაძე - ტატუნაშვილის, ოთხოზორიასა და ​ბაშარულის საქმეების ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშში მოხვედრა მნიშვნელოვანია

არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ​ბაშარულის საქმეების გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წერილობით ანგარიშში მოხვედრა მნიშვნელოვანია, რადგან კიდევ ერთხელ ხდება იმ უკანონობის დეკლარირება, რომელიც ჩადენილ იქნა ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავარი პროკურატურა აღნიშნულ საქმეებზე ყველა საჭირო მოქმედებებს ატარებს.

„ეს ფაქტი ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის მნიშვნელოვანია, რადგან კიდევ ერთხელ ხდება იმ უკანონობის დეკლარირება, რომელიც ჩადენილ იქნა ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ. საქართველოს პროკურატურა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, რათა აღსრულდეს მართლმსაჯულება“, – აღნიშნა შოთაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს სახალხო დამცველმა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, რომელშიც ტატუნაშვილის, ოთხოზორიასა და ბაშარულის საქმეებიც მოხვდა. ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ზეპირ მოხსენებას ადამიანის უფლებათა საბჭოს 38-ე, ხოლო წერილობით ანგარიშს საბჭოს 39-ე სესიაზე წარადგენს.