ირაკლი შოთაძე სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს
საქართველოს მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე გენერალ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.
შოთაძის თქმით, გამოძიებას აქვს რამდენიმე ვერსია და მტკიცებულებები, თუმცა მთავარმა პროკურორმა კონკრეტიკისგან თავი შეიკავა.
„ვერსიები არის. გვაქვს მტკიცებულებები, რომლებიც გარკვეულ ვერსიებს ამყარებენ და გარკვეულ ვერსიებს აბათილებენ. გარკვეულ დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ვისაუბრებ“, – აცხადებს ირაკლი შოთაძე.