ირაკლი შოთაძე მზადყოფნას გამოთქვამს, მაჩალიკაშვილის საქმით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს შეხვდეს
ირაკლი შოთაძე მზადყოფნას გამოთქვამს, მაჩალიკაშვილის საქმით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს შეხვდეს

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მზადყოფნას გამოთქვამს, დუისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს შეხვდეს. ამის შესახებ შოთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქმეზე გამოძიება გამჭვირვალეა და ოჯახს გამოძიების მიმდინარეობაზე სრული წვდომა აქვს.

“ყველასთან შეხვედრისთვის მზად ვარ. ჩვენს საგამოძიებო დანაყოფში მაჩალიკაშვილის გარდაცვალებაზე გამოძიება გამჭვირვალეა. ოჯახს  სრული წვდომა აქვს გამოძიების მიმდინარეობაზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დანიშნულია ექსპერტიზები. საზოგადოებას დეტალური ინფორამცია ექნება”,- აღნიშნა შოთაძემ.