ირაკლი შოთაძე - მირზა სუბელიანი დასაკითხ პირთა სიაში შეყვანილი ყავდა დაცვის მხარეს, თუმცა არ დაკითხულა
ირაკლი შოთაძე - მირზა სუბელიანი დასაკითხ პირთა სიაში შეყვანილი ყავდა დაცვის მხარეს, თუმცა არ დაკითხულა

მირზა სუბელიანი დასაკითხ პირთა სიაში შეყვანილი ყავდა დაცვის მხარეს, თუმცა იმდენად არასაჭიროდ მიიჩნიეს, მათ მისი დაკითხვა არ მოახდინეს, – ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება.

კითხვაზე დაიკითხება თუ არა მირზა სუბელიანი, ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, რომ აუცილებლად ყველა დაიკითხება.

„მირზა სუბელიანი დასაკითხ პირთა სიაში შეყვანილი ყავდა დაცვის მხარეს, თუმცა იმდენად არასაჭიროდ მიიჩნიეს მათ, მისი დაკითხვა არ მოახდინეს. რაც შეეხება პროკურატურას, საზოგადოებას ვპირდები, ყველა საგამოძიებო მოქმედება, რაც წამოვა ზაზა სარალიძისგან, უცხოელი ექსპერტებისგან, ყველაფერი ჩატარდება“, – განაცხადა შოთაძემ.