ირაკლი შოთაძე - მაჩალიკაშვილის საქმეში არსებულ ხელყუმბარაზე ჩატარებულია ყველა აუცილებელი ექსპერტიზა
ირაკლი შოთაძე - მაჩალიკაშვილის საქმეში არსებულ ხელყუმბარაზე ჩატარებულია ყველა აუცილებელი ექსპერტიზა

მაჩალიკაშვილის საქმეში არსებულ ხელყუმბარაზე ჩატარებულია ყველა ექსპერტიზა, რისი ჩატარების აუცილებლობაც არსებობდა, – ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატის ბრალდების საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ექსპერტიზის დასკვნებზე მთავარი საგამოძიებო უწყება საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ ისაუბრებს.

„ამ ხელყუმბარაზე ჩატარებულია ყველა ექსპერტიზა, რისი ჩატარების აუცილებლობაც არსებობდა. ჩატარდა ის სამართლებრივი პროცედურები და ის საექსპერტო პროცედურები, რაც ყველა მსგავს შემთხვევაში ტარდება ხოლმე. ამ შემთხვევაში არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნებს, რაც ამ საქმეში არსებობს, ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ მას შემდეგ, რაც ამოვწურავთ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებებს, დავასრულებთ გამოძიებას. მხოლოდ ამის შემდგომ ვისაუბრებთ ყველა მტკიცებულებაზე, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნებზე“, – აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.