ირაკლი შოთაძე - კორტების სპეცოპერციაზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ 
ირაკლი შოთაძე - კორტების სპეცოპერციაზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ 

მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ კომენტარი გააკეთა უზენაესი სასამართლომ გადაწყვეტილებაზე, რომელის კორტების სპეცოპერციის საქმეს ეხება.

როგორც ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ.

“ვაზაგაშვილის საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გვქონდა გასაჩივრებული. მოვითხოვდით სასჯელის დამძიმებას დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, რაც სამართალდამცავებმა ჩაიდინს. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. გამოძიება დიდი მოცულობისაა, ასეულობით ადამიანია დაკითხული. დანაშაულის ორგანიზატორები მსჯავრდებულები არიან უკვე”, – განაცხადა შოთაძემ.

უზენაესმა სასამართლომ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულების ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის ადვოკატების საკასაციო საჩივარი წარმოებაში არ მიიღო და დაუშველბად იქნა ცნობილი. ამ გადაწყვეტილებაზე სასამართლო სამ დღეში გამოაქვეყნებს სარეზოლუციო ნაწილს, სადაც ასახული იქნება ის საფუძვლები, თუ რატომ თქვა უარი საკასაციო საჩივრის მიღებაზე.

დატოვე კომენტარი