ირაკლი შოთაძე - გამოძიება, რაც მირზა სუბელიანის მიმართ უნდა დაწყებულიყო, დაწყებულია
ირაკლი შოთაძე - გამოძიება, რაც მირზა სუბელიანის მიმართ უნდა დაწყებულიყო, დაწყებულია

გამოძიება, რაც უნდა დაწყებულიყო მირზა სუბელიანის მიმართ, დაწყებულია, – ამის შესახებ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

შოთაძეს დეპუტატმა გიგა ბოკერიამ ჰკითხა, კომისიაზე მოსმენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, მიაჩნია თუ არა საჭიროდ გამოძიების დაწყება მირზა სუბელიანის წინააღმდეგ გამოძიებაში შესაძლო ჩარევასა და თანამდებობის პირების მხრიდან შესაძლო კანონდარღვევასთან დაკავშირებით.

შოთაძის თქმით, სუბელიანის წინააღმდეგ სხვა ფაქტებზე რომ ყოფილიყო გამოძიება დასაწყები, უკვე დაწყებული იქნებოდა.

„რაზეც საუბრობთ და რაზეც არ გისაუბრიათ ახლა, ეს ფაქტობრივი გარემოებები შეფასებულია. ის გამოძიება მირზა სუბელიანის მიმართ, რაც უნდა დაწყებულიყო, დაწყებული არის, რა შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტიც დადგინდა, სისხლის სამართლებრივი დევნაც დაწყებულია და შესაბამისად, რამე სხვა ფაქტზე რომ ყოფილიყო გამოძიება დასაწყები, დაწყებული იქნებოდა. ყველა საგამოძიებო მოქმედება, რაც უნდა ჩატარებულიყო ჩემ დროს, ჩატარებულია“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.