ირაკლი შოთაძე - ჩატარდა ყველა საგამოძიებო მოქმედება და დადგინდა, რომ მირზა სუბელიანის შვილს არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა ჩადენილ მკვლელობასთან
ირაკლი შოთაძე - ჩატარდა ყველა საგამოძიებო მოქმედება და დადგინდა, რომ მირზა სუბელიანის შვილს არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა ჩადენილ მკვლელობასთან

ჩემი განკარგულება, რომ დადგენილიყო სუბელიანის სავარაუდო მონაწილეობა მკვლელობების ნაწილში, შესრულდა, – ამის შესახებ ყოფილმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა.

კომისიის წევრების მხრიდან ყოფილი მთავარი პროკურორის მიმართ დაისვა კითხვა, გასცა თუ არა მან განკარგულება, რომ დადგენილიყო სუბელიანის როლი მომხდარ ფაქტში, რაზეც ირაკლი შოთაძემ განმარტა, რომ რადგან ბავშვის მამა იყო პროკურატურის თანამშრომელი, პირველ რიგში გასცა განკარგულება, დადგენილიყო, რა როლი ჰქონდა არასრულწლოვანს მკვლელობის ნაწილში.

„ვინაიდან ჩვენი თანამშრომლის შვილი ფიგურირებდა, გავეცი კონკრეტული მითითება, მაგრამ იმ მითითების გაცემა, რომ გამოიკვეთოს ბრალდებული მით უმეტეს მკვლელობის საქმეზე, იქ ჩემი ჩარევის საჭიროება არ არსებობს არც ერთ შემთხვევაში. მაგრამ ამ შემთხვევაში იყო კონკრეტული ფაქტი, სადაც საუბარი იყო მირზა სუბელიანის შვილის შესაძლო მონაწილეობაზე და ჩემთვის განსაკუთრებული ინტერესის ობიექტს წარმოადგენდა. ჩემი მოსაზრება დღევანდელი გადმოსახედიდან ის არის, რომ ჩატარდა ყველა საგამოძიებო მოქმედება და დადგინდა, რომ მირზა სუბელიანის შვილს არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა ჩადენილ მკვლელობასთან”, – განაცხადა ირაკლი შოთაძე