ირაკლი შოთაძე - ჩაბუქის ექსტრადირების მოთხოვნით თურქეთმა მომართა საქართველოს და პროცესი მათი მოთხოვნის შესაბამისად მიმდინარეობს
ირაკლი შოთაძე - ჩაბუქის ექსტრადირების მოთხოვნით თურქეთმა მომართა საქართველოს და პროცესი მათი მოთხოვნის შესაბამისად მიმდინარეობს

მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირების საკითხის განხილვა თურქეთის რესპუბლიკაში მიმდინარე გამოძიების საფუძველზე ხდება. ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ექსტრადირების საკითხზე საქართველოს თურქეთის პროკურატურამ მომართა.

„ექსტრადირების მოთხოვნით თურქეთის პროკურატურამ მომართა საქართველოს. თურქეთის პროკურატურის მოთხოვნის შესაბამისად მიმდინარეობს ექსტრადირების პროცესი. ამ შემთხვევაში, საქართველოს პროკურატურა წარმოადგენს მხარეს და თურქეთის რესპუბლიკის გამოძიების საფუძველზე ხდება ექსტრადირების პროცესის განხილვა და ეს პროცესი გრძელდება“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში, თურქეთის მოთხოვნით, 2017 წლის 24 მაისს დააკავეს. მას ბრალად ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება, რომელიც, თურქეთის ხელისუფლების აზრით, ფეთჰულა გიულენთანაა კავშირში. გიულენს კი, თურქეთში გადატრიალების მოწყობაში ადანაშაულებენ.

ჩაბუქს 19 თებერვალს წინასაექსტრადიციო პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოთი შეუცვალა. მისი მოთხოვნის საფუძველზე, ჩაბუქი საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართო.

დატოვე კომენტარი