ირაკლი სესიაშვილმა გიგა ბოკერიას მიმართა - მთელი სახელმწიფოს ქონება საკუთარ აგარაკებად გქონდათ გადაქცეული, ეს იყო თქვენი რეალური სახე
ირაკლი სესიაშვილმა გიგა ბოკერიას მიმართა - მთელი სახელმწიფოს ქონება საკუთარ აგარაკებად გქონდათ გადაქცეული, ეს იყო თქვენი რეალური სახე

თქვენს ფუნქციებს არ ასრულებდით, არც საპარლამენტო კონტროლს ახორციელებდით, არც მინისტრებს უსმენდით, არც კორუფციულ საკითხებს იკვლევდით, უსაქმურები იყავით, – ასე მიმართა უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებს, მათ შორის გიგა ბოკერიას, რომლებმაც თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია სამინისტროში კორუფციაში დაადანაშაულეს.

„თქვენს ფუნქციებს არ ასრულებდით, არც საპარლამენტო კონტროლს ახორციელებდით, არც მინისტრებს უსმენდით, არც ნდობის ჯგუფს ატარებდით, არც კორუფციულ საკითხებს იკვლევდით, უსაქმურები იყავით. თქვენი სლოგანი გახსოვთ, ხომ? საქმე ლაპარაკის ნაცვლად. ახლა ლაპარაკი შეგიძლიათ, ამას ვერ უარვყოფ, მაგრამ მინდა, თქვენი საქმეები გაგახსენოთ, რაზეც უნდა გემუშავათ.

კორუფციით დავიწყოთ – 2012 წლამდე ვინ შეუშვებდა თავდაცვის სამინისტროში აუდიტს ხომ? მაშინდელი კონტროლის პალატა, ვინ გაბედავდა ხომ? თქვენს მიერ დანიშნული აუდიტის სამსახური დებს დასკვნას და ამბობს, გახარჯული 800 მილიონზე მიღება – ჩაბარების აქტი არ დასტურდება, ეს ერთი. მეორე, გახარჯულია 700 მილიონი. თეთრებს რომ ითვლიდით აქ. 700 მილიონი არის ოფშორულ ზონებში გადარიცხული და არანაირი პროდუქცია ქვეყანაში არ შემოსულა. ესაა თქვენი რეალური სახე. ზოგიერთ საქმეზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა უკვე დამდგარია, მათ შორის არიან როგორც დაპატიმრებულები, ისე ძებნაში მყოფი პირები.

35 მილიონი გაქვთ 2012 წელს დახარჯული საწვავზე და ავტომანქანების შეკეთებაზე. თან ერთეული წვრთნებია ჩატარებული. სად წავიდა იცით ბატონო გიგა ეგ 35 მილიონი? თქვენს საარჩევნო კამპანიაში წავიდა.
მთელი სახელმწიფოს ქონება საკუთარ აგარაკებად გქონდათ გადაქცეული“,- მიმართა გიგა ბოკერიას სესიაშვილმა.