ირაკლი სესიაშვილი - ვფიქრობ, საკამათო არ არის, რომ ჩვენი ხელისუფლების მიერ გამოხატვის თავისუფლება ყოველთვის დაცულია
ირაკლი სესიაშვილი - ვფიქრობ, საკამათო არ არის, რომ ჩვენი ხელისუფლების მიერ გამოხატვის თავისუფლება ყოველთვის დაცულია

საზოგადოება ყველაზე კარგად ხედავს, რომ ყველას ვუსმენთ და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, მათი ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა საპატრიარქოს განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც „თბილისი პრაიდს“ ეხება.

სესიაშვილის თქმით, არის კონკრეტული საკითხები, რომლის მიმართაც მეტი სიფრთხილეა საჭირო.

„საპატრიარქოსა და უწმინდესის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, გულისყურით ვუსმენ. არის საკითხები, სადაც მეტი სიფრთხილე გვმართებს. ვფიქრობ, საკამათო არ არის ის თემა, რომ ჩვენი ხელისუფლების მიერ გამოხატვის თავისუფლება ყოველთვის დაცულია და მგონი, ამას შევეგუეთ. სად არის უსაფრთხოების ნორმები დასაცავი და რა როგორ, ამას შესაბამისი სამსახურები შეამოწმებენ“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

საქართველოს საპატრიარქომ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ხელისუფლებას მოუწოდებს, არ დაუშვან ე.წ. გეი პრაიდი, რომელიც საზოგადოებრივ შფოთს გამოიწვევს.