ირაკლი სესიაშვილი ვანო მერაბიშვილის ტელეინტერვიუზე - გუშინ ჩვენ მოვუსმინეთ სააკაშვილის კლასტერის მთავარ ხერხემალს
ირაკლი სესიაშვილი ვანო მერაბიშვილის ტელეინტერვიუზე - გუშინ ჩვენ მოვუსმინეთ სააკაშვილის კლასტერის მთავარ ხერხემალს

გუშინ ჩვენ მოვუსმინეთ სააკაშვილის კლასტერის მთავარ ხერხემალს. ბატონი მერაბიშვილი აბსოლუტურად უტიფრობით გვიმტკიცებდა და გვეუბნებოდა, რომ მათ ხელისუფლებას და პირადად მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია“, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

სესიაშვილის თქმით, მკვლელობები, დარბევები, წამება, არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესის წართმევა მათთვის მხოლოდ ოჯახის დისკომფორტი და სპეცრაზმების მოუმზადებლობა ყოფილა.

„მეტიც, იქამდეც კი მივიდნენ, რომ თურმე წამების სცენებს ციხეებში ოპოზიცია დგამდა“, – განაცხადა სესიაშვილმა.

მისივე შეფასებით, გუშინდელი ინტერვიუ არ იყო დანაშაულისგან თავის არიდების მცდელობა, არამედ ეს არის მათი ჩვეულებრივი პოლიტიკური სტრატეგია და ხედვა.

„თეორიულად რომ დავუშვათ და ხელისუფლებაში მოვიდნენ, ამ ხალხმა მერაბიშვილის სახით გვითხრა, რომ ჩვეულებრივად გააგრძელებენ ისევე ცხოვრებას, რადგან არ თვლიდნენ, რომ ეს ყველაფერი დანაშაულია და შემდგომ ამ ყველაფერს დააბრალებენ  სხვას.  ეს არის მათი რეალური დამოკიდებულება ქვეყნის, ხალხისა და იმ ათასობით ადამიანის მიმართ, რომლებიც აწამეს და არაადამიანურ პირობებში ამყოფეს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.