ირაკლი სესიაშვილი - ვახტანგ გომელაურმა პროფესიონალიზმი გამოავლინა, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ასევე შსს-ში 
ირაკლი სესიაშვილი - ვახტანგ გომელაურმა პროფესიონალიზმი გამოავლინა, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ასევე შსს-ში 

საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ ვახტანგ გომელაურმა თავისი მაღალი პროფესიონალიზმი და ღირსეული სამსახური გამოავლინა, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში.

როგორც ჟურნალისტებს სესიაშვილმა განუცხადა, ვახტანგ გომელაურს აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილებაც, ინფორმაციაც და კარგად ფლობს სიტუაციას უსაფრთხოების სექტორში.

„მთელ რიგ სტრატეგიულ დოკუმენტებზე ერთად მუშაობა მოგვიწევს და მასთან მუშაობა კომფორტულია. ცხადია, პოლიტიკური მედია შეეცდება კლანების თემა წამოწიოს, მაგრამ გეტყვით, რომ ჩვენს ქვეყანაში „ქართულ ოცნებაში„ კლანები არ არსებობს. კლანებზე საუბარი უადგილოა“, – განაცხადა სესიაშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დღეს დაინიშნა.