ირაკლი სესიაშვილი - თეა წულუკიანმა მასტერკლასი ჩაატარა, ოპოზიცია პოლიტიკურად გააფარჩაკა
ირაკლი სესიაშვილი - თეა წულუკიანმა მასტერკლასი ჩაატარა, ოპოზიცია პოლიტიკურად გააფარჩაკა

თეა წულუკიანი მოწოდების სიმაღლეზე იყო და ყველა მნიშვნელოვან თემაზე ამომწურავი პასუხი გასცა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, თეა წულუკიანმა გუშინ მასტერკლასი ჩაატარა.

„თეა წულუკიანის მიმართ არაერთხელ მოგვისმენია აბსურდული ბრალდებები. გუშინ თეა წულუკიანმა მასტერკლასი ჩაატარა, ოპოზიცია პოლიტიკურად გააფარჩაკა. მოწოდების სიმაღლეზე იყო და ყველა მნიშვნელოვან თემაზე ამომწურავი პასუხი გასცა. ერთ-ერთი წარმატებული მინისტრია და თავის ფუნქციებს ართმევს თავს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

საქართველოს პარლამენტში თეა წულუკიანის მოსმენა დღეს გაგრძელდება. გუშინდელ სხდომაზე იუსტიციის მინისტრის მოსმენა კითხვა-პასუხის რეჟიმში 21:00 საათამდე გაგრძელდა. თეა წულუკიანს გუშინ კითხვით 40-მა დეპუტატმა მიმართა.