ირაკლი სესიაშვილი - სწორია გადაწყვეტილება, რომ პოლიტსაბჭოს წევრების რაოდენობა შემცირდა
ირაკლი სესიაშვილი - სწორია გადაწყვეტილება, რომ პოლიტსაბჭოს წევრების რაოდენობა შემცირდა

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ პარტიის პოლიტსაბჭო მუდმივად განახლებადია. მისი თქმით, წევრების შემცირებაც სწორი გადაწყვეტილებაა.

„პოლიტსაბჭო არ არის მუდმივმოქმედი საბჭო, არის მუდმივად განახლებადი, მას ირჩევს ყრილობა. ამიტომ, თავისთავად ცხადია, რომ ის განახლდა. ეს უკვე არის სწორი გადაწყვეტილება. ასევე, სწორია ის გადაწყვეტილება, რომ შემცირდა წევრების რაოდენობა და 15 წევრით განისაზღვრა, რათა მეტად მოქნილი იყოს. ყველა წარმოდგენილი კანდიდატი არის ღირსეული, თითოეულ მათგანს აქვს თავისი პოლიტიკური წარსული და თავისი გამოცდილება, ამიტომ, აბსოლუტურად ყველა ერთად მივესალმეთ წარმოდგენილ კანდიდატურებს და თავის მხრივ, ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე ჩავერთვებით პოლიტიკურ პროცესში, რამდენადაც ამბიცია გვაქვს, რომ „ქართული ოცნება“ ძლიერ ევროპულ პარტიად ჩამოვაყალიბოთ“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც ახლანდელი პოლიტსაბჭოს წევრი ირაკლი სესიაშვილი აღარ არის დასახელებული.

დატოვე კომენტარი