ირაკლი სესიაშვილი - სუს-ის ანგარიში საინტერესო და შინაარსობრივად საკმაოდ დატვირთულია 
ირაკლი სესიაშვილი - სუს-ის ანგარიში საინტერესო და შინაარსობრივად საკმაოდ დატვირთულია 

საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოდგენილი წლიური ანაგრიში საინტერესო და  შინაარსობრივად საკმაოდ დატვირთულია.

როგორც ჟურნალისტებს სესიაშვილმა განუცხადა, ქვეყნის უსაფრთხოებაზე არის დამოკიდებული როგორც საგარეო პოლიტიკის, ასევე ეკონომიკის განვითარება.

დეპუტატის ცნობით, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი სუს-ის ანგარიშს სავარაუდოდ, მომავალ კვირას განიხილავს.

„მოგვიწევს არა მხოლოდ ღია, არამედ დახურულ ნაწილზე საუბარი, რადგან სუს-ის საქმიანობის 80 პროცენტი ოპერატიულ-საიდუმლო საქმიანობას შეეხება. რაც შეეხება ანგარიშს, დოკუმენტი საინტერესო და  შინაარსობრივად საკმაოდ დატვირთულია, რაც იმაზე მიმანიშნებს, რომ ეს სახელმწიფო ინსტიტუტი საკმაოდ გაძლიერებულია“, – განაცხადა სესიაშვილმა.

სუს-ის ანგარიში 2017 წლის ანგარიში დღეს გამოქვეყნდა, რომელშიც საუბარია ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და საფრთხეების შესახებ.