ირაკლი სესიაშვილი - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს აქვს უპეცედენტო საზედამხედველო შესაძლებლობები, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არსებობს
ირაკლი სესიაშვილი - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს აქვს უპეცედენტო საზედამხედველო შესაძლებლობები, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არსებობს

საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს აქვს უპეცედენტო საზედამხედველო შესაძლებლობები, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომელიც სააგენტოს ხელმძღვანელობასა და თანამშრობლებს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში, სესიაშვილი სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას გაეცნო.

„ასეთი ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს. ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოზე ზედამხედველობას ახდენს სასამართლო, მთავრობა და პარლამენტი. დღეს მქონდა შესაძლებლობა გავცნობდი ამ უწყების საქმიანობას, ასევე ტექნიკურ შესაძლებლობას, იმ გეგმებს და გამოწვევებს, რაც უწყების წინაშეა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში არის ასეთი სტერეოტოპი, რომ ოპერატიული სააგენტო ძირითადად თვალთვალს და მიყურადებას ახორციელებს, შემიძლია გითხრათ, რომ ეს ასე არ არის. უწყებას გააჩნია მთელი რიგი მიმართულებები, რაზეც არის დაფუძნებული ჩვენი რიგი ტექნოლოგიური განვითარება. მთელი სახელმწიფო უწყებები სარგებლობენ აქ შექმნილი პროგრამებით და შესაძლებლობებით, რაც განაპირობებს ქვეყნის ტექნოლოგიურად სწორად ფუნქციონირებას ტექნოლოგიური თვალსაზრისით. რაც შეეხება მოსმენებისა და ვიდეოჩანაწერების მიმართულებას, ამ შემთხვევაში, სააგენტო არის ერთგვარი მომსახურების გამწევი ყველა იმ უწყების მიმართ, რომელთაც აქვთ კანონით დადგენილი გამოძიების უფლება და შესაძლებლობა“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.