ირაკლი სესიაშვილი – სამწუხაროდ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას იური ვაზაგაშვილის გარეშე ვისმენთ
საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ვაზაგაშვილების საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ვაზაგაშვილის ისტორია ძალიან ტრაგიკულია.
სესიაშვილის თქმით, იური ვაზაგაშვილს პირადად იცნობდა და იმ ადამიანის ტკივილი თვალწინ უდგას.
„მისი ბრძოლაც თითოეული ჩვენგანისთვის სიმბოლური იყო. ეს ჩემთვის ძალიან მძიმე შესაფასებელია. აქ მსაზღვრელი არანაირი ფული არ არის, მთავარი გადაწყვეტილებაა, რომ ვაზაგაშვილი მოკლეს და მის მიმართ მართლმსაჯულება არ განხორციელდა. სამწუხაროდ, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მის გარეშე ვისმენთ”, – დასძინა სესიაშვილმა.