ირაკლი სესიაშვილი - რადიკალური ძალები ცდილობენ, პროვოკაციებითა და დესტაბილიზაციით მიაღწიონ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს, იმას, რაც არ დაიმსახურეს
ირაკლი სესიაშვილი - რადიკალური ძალები ცდილობენ, პროვოკაციებითა და დესტაბილიზაციით მიაღწიონ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს, იმას, რაც არ დაიმსახურეს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები ბრძოლის ახალ ეტაპზე გადავიდნენ, რომლებიც ებრძვიან არა „ქართულ ოცნებას“, არამედ სახელმწიფოს და ინსტიტუტებს.

ჟურნალისტებთან საუბარში ირაკლი სესიაშვილი დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.

„სადაც იქნება დარღვევა, ამაზე იქნება ცივილიზებულად ადეკვატური რეაგირება. მოვუწოდებ ოპოზიციას, დაიცვან საკუთარი თავი და გაუფრთხილდნენ ერთმანეთს. პოლიტიკური საკითხები დიალოგით უნდა წყდებოდეს და არა იმის მცდელობით, რომ ძალის დემონსტრირება მოახდინონ.

დარღვევებისთვის გათვალისწინებულია სანქციები და კანონის შესაბამისად მიუდგებიან დარღვევებს. რადიკალური ძალები ცდილობენ, პროვოკაციებითა და დესტაბილიზაციით ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს მიაღწიონ, იმას, რაც არ დაიმსახურეს. არჩევნები წააგეს და უნდათ, ძალადობით ფონი შექმნან, რაც ასე არ გამოვა“, – განაცხადა სესიაშვილმა.