ირაკლი სესიაშვილი - „ქართული ოცნება“ დანაპირებს შეასრულებს და ისეთ საარჩევნო სისტემას მივიღებთ, სადაც „ნაცკლასტერი“ ვერ გაიმარჯვებს
ირაკლი სესიაშვილი - „ქართული ოცნება“ დანაპირებს შეასრულებს და ისეთ საარჩევნო სისტემას მივიღებთ, სადაც „ნაცკლასტერი“ ვერ გაიმარჯვებს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე გაცემულ დაპირებას შეასრულებს და ქვეყანა ისეთ საარჩევნო სისტემას მიიღებს, სადაც „ნაცკლასტერი“ ვერ გაიმარჯვებს.

როგორც ჟურნალისტებს ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, ის, რაც საბოლოო შეთანხმება იყო, მეტ-ნაკლებად მისაღებია ქართული სახელმწიფოსთვის, საზოგადოებისთვის და იმისთვის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ქაოსი არ შეიქმნას.

„ჩვენ ჩვენი წილი პოლიტიკური პასუხისმგებლობა გვაქვს ქვეყნისა და ხალხის მიმართ და პარალელურ რეჟიმში, პასუხისმგელობას ვგრძნობთ საერთაშორისო ურთიერთობის კონტექსტში, როცა ვამბობთ, რომ გვინდა, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი გავხდეთ. ჩვენ ჩვენს დანაპირებს შევასრულებთ და ისეთ საარჩევნო სისტემას მივიღებთ, სადაც „ნაცკლასტერი“ ვერ გაიმარჯვებს. ამის თეორიული შესაძლებლობა არ არსებობს. ის, რაც საბოლოო შეთანხმება იყო, მეტ-ნაკლებად მისაღებია ქართული სახელმწიფოსთვის, საზოგადოებისთვის და იმისთვის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ქაოსი არ შეიქმნას“, – დასძინა სესიაშვილმა.