ირაკლი სესიაშვილი - პოლიტიკური შეთანხმება მიზანმიმართულია, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს, როგორც ჩანს, „ნაცკლასტერს“ არ სურს, ამაზე პასუხისმგებლობა აიღოს
ირაკლი სესიაშვილი - პოლიტიკური შეთანხმება მიზანმიმართულია, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს, როგორც ჩანს, „ნაცკლასტერს“ არ სურს, ამაზე პასუხისმგებლობა აიღოს

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც შედგა, მიზანმიმართულია, არჩევნების მშვიდ გარემოში ჩასატარებლად. როგორც ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რიგ პოლიტიკურ პარტიებს არ სურთ, ამაზე პასუხისმგებლობა აიღონ.

„ის პოლიტიკური შეთანხმება, რაც შედგა, მიზანმიმართულია, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს და ნაკლები იყოს პოლარიზაცია. როგორც ჩანს, „ნაცკლასტერს“ არ სურს, ამაზე პასუხისმგებლობა აიღოს. „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, იმედია, კენჭისყრაში მონაწილეობას დამოუკიდებელი დეპუტატებიც მიიღებენ. როგორც ჩანს, ჩვენს ოპონენტებს სხვა მიზნები აქვთ და ერთ-ერთი მიზანი შალვა ნათელაშვილმა გუშინ გააჟღერა – მიუხედავად იმისა, ხალხი ხმას მისცემს თუ არა „ქართულ ოცნებას“, მათთვის არალეგიტიმური იქნება არჩევნები. მათი რევოლუციური თუ დესტრუქციული მიზნები მეორეხარისხოვანია, მთავარია, მმართველი გუნდი შეთანხმებაზე პასუხისმგებლობას ვიღებთ და საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დავუჭერთ“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.