ირაკლი სესიაშვილი-„პატრიოტთა ალიანსი" თვლის, რომ აქვს ხედვა ჩრდილოეთისკენ, არგუმენტად რუსეთთან საუბარი მოაქვს
ირაკლი სესიაშვილი-„პატრიოტთა ალიანსი" თვლის, რომ აქვს ხედვა ჩრდილოეთისკენ, არგუმენტად რუსეთთან საუბარი მოაქვს

მოსკოვში ვოიაჟები მიუღებელია მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, ამის შესახებ ირაკლი სესიაშვილმა მოსკოვში „პატრიოტთა ალიანსის” ფრაქციის თავმჯდომარის, გიორგი ლომიას ვიზიტის შეფასებისას განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი განმარტავს, რომ ქვეყნის საერთო პოლიტიკისა და კურსის გაუთვალისწინებლად ქართველი პოლიტიკოსების რუსეთში სიარული მისთვის მისაღები არ არის, თუმცა ესეც პოლიტიკის ნაწილია.

„მე შეიძლება არ მომწონდეს, რომ ქართველი პოლიტიკოსები მოსკოვში დადიან მაშინ, როდესაც ჩემი ტერიტორიები ოკუპირებულია და რუსეთმა წლების მანძილზე ჯარისკაცები და მოქალაქეები დაგვიხოცა. თუმცა ესეც პოლიტიკის ნაწილია. ეს პოლიტიკური ძალა თვლის, რომ აქვს ხედვა ჩრდილოეთისკენ. არგუმენტად რუსეთთან საუბარი მოაქვთ. ალბათ, ევროპამ და ამერიკამ არ იციან საუბარი და იცის „პატრიოტთა ალიანსმა”. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც სურს, რომ არჩევნებში იმ ხალხის მხარდაჭერა მიიღოს, ვინც მათსავით ფიქრობს. “,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა