ირაკლი სესიაშვილი - ოპოზიციის რიტორიკა იმის მანიშნებელი იყო, რომ მოდის არა ხელისუფლებაში, არამედ იმ ძალადობისთვის, რომელიც ვერ მოასწრო
ირაკლი სესიაშვილი - ოპოზიციის რიტორიკა იმის მანიშნებელი იყო, რომ მოდის არა ხელისუფლებაში, არამედ იმ ძალადობისთვის, რომელიც ვერ მოასწრო

რიტორიკა, რაც ოპოზიციის მხრიდან გვესმოდა, პირდაპირ მანიშნებელი იყო, რომ მოდიხართ არა ხელისუფლებაში, არამედ იმ რევანშისა და ძალადობისთვის, რაც ვერ მოასწარით, – ასე მიმართა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა „ნაციონალურმა მოძრაობის“ წევრებს.

ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ქვეყანაში არანაირ რევოლუციას არ ექნება ადგილი.

„რიტორიკა, რაც ოპოზიციის მხრიდან გვესმოდა, ყველასთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის პირდაპირ მანიშნებელი იყო, რომ მოდიხართ არა ხელისუფლებაში, არამედ იმ რევანშისა და ძალადობისთვის, რაც ვერ მოასწარით. ამიტომ, მოგვიწევს, საზოგადოებასთან ვიმუშაოთ, მათ შორის მათთან, ვინც თქვენ ხმა მოგცათ. არ მეშინია ამაზე საუბარი. ყველამ ერთად უნდა ვაჩვენოთ, რომ ამ ქვეყანას სჭირდება მშვიდობა და უსაფრთხოება. არ დავუშვებთ არანაირ რევოლუციურ სცენარს. ყველანაირ კონსტიტუციურ მოცემულობას მივყვებით და ეს ყველამ უნდა გაიაზროს. თქვენი ეიფორია, რომ მეორე ადგილზე გახვედით და ვერ გასცდით 30-პროცენტიან ზღვარს, არ უნდა იყოს თქვენთვის ცდუნება. ვიცი, ბევრ თქვენგანს ეს გონებაში უკვე გავლებული აქვს და აქეთკენ არის მოწოდებები და მითითებები. ამ ქვეყანაში რევოლუციას არ ექნება ადგილი. ამის დამცველი იქნება ჩვენი საზოგადოება“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.