ირაკლი სესიაშვილი - ოპოზიციის მხრიდან ვისმენდით უსაფუძვლო ბრალდებებს თავდაცვის უწყებასთან მიმართებით, რომლებსაც ამომწურავი პასუხები გაეცა
ირაკლი სესიაშვილი - ოპოზიციის მხრიდან ვისმენდით უსაფუძვლო ბრალდებებს თავდაცვის უწყებასთან მიმართებით, რომლებსაც ამომწურავი პასუხები გაეცა

ოპოზიციის მხრიდან აქამდე ვისმენდით უსაფუძვლო ბრალდებებს, რომლებზეც ამომწურავი პასუხები გაეცა როგორც თავდაცვის მინისტრის, ისე დეპუტატების მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას საპარლამენტო გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

„ერთი მხრივ იყო ძალიან საინტერესო დისკუსია თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ბრუნვებთან დაკავშირებით. გავეცანით ყველა იმ რეფორმას, მიღწევებსა და პროგრესს, რაც ამ უწყებაშია. მეორეს მხრივ, აქამდე ვისმენდით ოპოზიციის მხრიდან უსაფუძვლო ბრალდებებს, რაზეც ამომწურავი პასუხები გაეცა როგორც მინისტრის, ისე დეპუტატების მხრიდან. კიდევ ერთხელ მივესალმები ძალიან სწორ საპარლამენტო ფორმას, მინისტრის საათს და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს ფორმატი მთავრობის მუშაობის ძალიან კარგი საზომია“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.