ირაკლი სესიაშვილი - ოპონენტებმა იციან, რომ არჩევნებზე დამარცხდებიან და პროვოკაციების ხარჯზე ცდილობენ, მარცხი გადაფარონ
ირაკლი სესიაშვილი - ოპონენტებმა იციან, რომ არჩევნებზე დამარცხდებიან და პროვოკაციების ხარჯზე ცდილობენ, მარცხი გადაფარონ

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ოპონენტები წიანსაარჩევნოდ ვითარების დაძაბვას ცდილობენ.

სესიაშვილის განცხადებით, მათ იციან, რომ დამარცხდებიან და მარცხის გადაფარვა პროვოკაციების ხარჯზე სურთ.

„ჩვენ საერთო ჯამში უნდა დავაკვირდეთ თვითონ პროცესს, სადაც ჩვენი ოპონენტების პოლიტიკური მედიაც და ჩვენი ოპონენტებიც პირდაპირ ცდილობენ, რომ სიტუაცია დაძაბონ. იციან, რომ დამარცხდებიან და სწორედ ამ პროვოკაციების ხარჯზე ცდილობენ, ამ მარცხის გადაფარვა მოახდინონ.

თქვენ იცით, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მომართულია ჩვენს ქვეყანაში ჩასატარებელი არჩევნებისკენ და მიმდინარეობს მშვდობიდიანი საარჩევნო გარემოს მიზანმიმართული დაზიანება, რომ ეცადონ, როგორღაც საზოგადოებას კვლავაც მოატყუონ, თითქოს ძალადობრივი პროცესია“, – განაცხადა სესიაშვილმა.