ირაკლი სესიაშვილი - ნატო-ს წევრი არ გვქვია, მაგრამ ამ ოჯახში ვითვლებით ძლიერ პარტნიორად
ირაკლი სესიაშვილი - ნატო-ს წევრი არ გვქვია, მაგრამ ამ ოჯახში ვითვლებით ძლიერ პარტნიორად

ჩვენ ნატო-ს წევრობამდე გარკვეული დრო გვჭირდება, მაგრამ ეს დრო უნდა გამოვიყენოთ, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისთვის როგორც ეკონომიკურად, ისე უსაფრთხოების მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხის  ჟურნალისტებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ლონდონში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში განუცხადა.

ირაკლი სესიაშვილის თქმით, ნატო-საქართველოს ურთიერთობა შინაარსობრივად და ხარისხითაც მაღალი ინტენსივობით ხასიათდება.

„მორიდების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობა ხასიათდება ძალიან მაღალი ინტენსივობით, როგორც შინაარსობრივად, ისე თავისი ხარისხით. ნატო-ს წევრი სახელმწიფოები აღიარებენ იმ პროგრესს და წარმატებებს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა აღწევს, აფასებენ ჩვენს მონაწილეობას საერთაშორისო მისიებში და ასევე მხარს გვიჭერენ და გვეხმარებიან ჩვენი თავდაცვის და უსაფრთხოების განვითარებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დიახ, ჩვენ ნატო-ს წევრობამდე გარკვეული დრო გვჭირდება, მაგრამ ეს დრო ჩვენ თვითონვე უნდა გამოვიყენოთ, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისთვის როგორც ეკონომიკურად, ისე უსაფრთხოების მიმართულებით. აქ გვყავს რეალური პარტნიორები, შეიძლება წევრი არ გვქვია, მაგრამ ჩვენ ამ ოჯახში ვითვლებით ძლიერ პარტნიორად, რაც ახსენა კიდეც იანს სტოლტენბერგმა“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

დატოვე კომენტარი