ირაკლი სესიაშვილი - ნატო-ს მინისტერიალზე მიღებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, მთავარი აქცენტი შავი ზღვის უსაფრთხოებაზე კეთდება
ირაკლი სესიაშვილი - ნატო-ს მინისტერიალზე მიღებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, მთავარი აქცენტი შავი ზღვის უსაფრთხოებაზე კეთდება

ნატო-ს მინისტერიალზე მიღებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, მთავარი აქცენტი შავი ზღვის უსაფრთხოებაზე კეთდება და პრაქტიკულ ნაწილში ადეკვატური ნაბიჯები იდგმება, – ასე შეაფასა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ვაშინგტონში გამართული ნატო-ს მინისტერიალი, სადაც შეთანხმდა ახალი მიმართულებები შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე, რომელზეც ალიანსი იმუშავებს საქართველოსა და უკრაინასთან.

„მთავარი აქცენტი შავი ზღვის უსაფრთხოებაზე კეთდება და პრაქტიკულ ნაწილში ადეკვატური ნაბიჯები იდგმება. საქართველოსთან მიმართებაში საუბარია სანაპირო დაცვის განმტკიცებასა და ნატო-ს სამხედრო ხომალდების შემოსვლაზე შავ ზღვაში მეტი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ეს ის პრაქტიკული ნაბიჯია, რაც ჩვენს ქვეყანას მეტად უსაფრთხოს ქმნის და ქვეყნის მიმართ პარტნიორების დამოკიდებულება კიდევ უფრო გაიზრდება. ამასთან, იცით, რომ საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა კონგრესში რეზოლუცია შეიტანა, რომლის თანახმად, კიდევ ერთხელ გამოხატავენ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს მთლიანობის, ნატო-ში ინტეგრაციისა და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, რაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას და მოკავშირეობას ხაზს უსვამს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.