ირაკლი სესიაშვილი - ნატო-ს მინისტერიალზე ერთ-ერთი მთავარი თემა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხი იქნება
ირაკლი სესიაშვილი - ნატო-ს მინისტერიალზე ერთ-ერთი მთავარი თემა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხი იქნება

ნატო-ს მინისტერიალზე საქართველოსა და უკრაინასთან ევროატლანტიკური საბჭოს შეხვედრა გაიმართება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ორივე ქვეყანა პრიორიტეტული და ერთ-ერთი მთავარი თემაა, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კონტურები იკვეთება, რომ საქართველოსთვის პრაქტიკულ ნაწილში მხარდაჭერა ძალიან სწორი გზაა, რათა პოლიტიკური გადაწყვეტილება მომზადდეს.

„მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების როლი, რომელიც საქართველოში რეფორმებს მხარს სრულად უჭერს და ძლიერდება ჩვენი საჰაერო და ტანკსაწინააღმდეგო სისტემები. მინისტერიალზე ერთ-ერთი მთავარი თემა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხი იქნება. წინა სამიტზე დაფიქსირდა, რომ საქართველოს როლი შავი ზღვის უსაფრთხოებაში ძალიან დიდი იქნება და ამ პროგრამაში ჩართვას მივესალმებით”, – განაცხადა სესიაშვილმა.